Saturday, April 25, 2015

დღე მეორე

ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო.
გავაკეთეთ ბრუშურები,.გამოვიყენეთ ინტელის პროგრამის შაბლონები.ბროშურა დამზადდა მშობლებისათვის.

Saturday, April 18, 2015

ინტელის ტრენინგის პირველი დღე

18 აპრილი 2015 წელი...
დღეს ორი რამ იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის.
პირველი-ინტელექტის  დღე-ჩატარდა კონკურსი რა?სად?როდის? ჩვენი სკოლის მოსწავლეები ფინალში გავიდნენ.
მეორე-ინტელის ტრენინგი.სასიამოვნო პირველი დღე.ბევრი რამ ვისწავლე.

Saturday, July 9, 2011

1832წლის შეთქმულება და ქართველი რომანტიკოსები

:1.პროექტის სახელწოდება: ,,1832წლის შეთქმულება და ქართველი რომანტიკოსები“
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:რომანტიკოსების მონაწილეობა 1832 წლის შეთქმულებაში.
3.პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი მისცემს საშუალებას მოსწავლეებს მეტი იცოდნენ ქართველი რომანტიკოსების შესახებ.დღესაც არ კარგავს აქტუალობას  რუსეთ–საქართველოს ურთიერთობა,ახალი სოციალური და ისტორიული რეალობიდან გამომდინარე.
4.პროექტის მიზნები:ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის საფუძველზე შეაფასება იმისა თუ  რა გავლენა იქონია 1832წლის შეთქმულებამ ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაზე.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    
5.მონაწილეთა ასაკი: 10–11–12 კლასები 
6.ვადები/ხანგრძლივობა:  წლის განმავლობაში
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ იმსჯელონ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებსა და იდეებს. გაანალიზებენ რომანტიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებს და მათ გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:10–11–12 კლასის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, პროექტის პრეზენტაცია, თვალსაჩინოება.ფორმატი,
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):გაიმართება დისკუსია. კლასი დაიყოფა ოთხ ჯგუფად.
პირველი ჯგუფი –1832 წლის შეთქმულების მონააწილეებზე  ისაუბრებს.
მეორე  ჯგუფი–იმ ქართველ რომანტიკოსებზე,რომლებიც ამ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ.
მესამე ჯგუფი– რა გავლენა იქონია შეთქმულებამ რომანტიკოსებზე.
მეოთხე ჯგუფი–იმსჯელებს შეთქმულების შედეგებზე.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიასთან.ისტორიის მასწავლებელის დახმარებით მოსწავლეები  მოიძიებენ  ინფორმაციას 1832 წლის შეთქმულების  შესახებ.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): როდამ  ბუზალაძე
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:rodambuzaladze@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:rodambuzaladze.blogspot.com